სიახლეები

სომხეთი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში და მისი შედეგები ქვეყნისათვის

22.03.13


მიმდინარე წლის 18 თებერვალს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ნაწილობრივ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მონაწილე პარტიათა კონკურენცია ძირითადად იდეოლოგიური ხასიათის იყო. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაში „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში და მისი შედეგები ქვეყნისათვის“ ბორის ნავასარდიანი გვთავაზობს საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენებისა და გამოწვევების ანალიზს. 
გადმოწერა.
 

სომხეთი: საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთ კავკასის ქვეყნების ევროპული პერსპექტივებისა და რეგიონული გამოწვევების შესახებ

22.03.13


პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევების ცენტრის „კონკორდი“ ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 16-17 მარტს ჩატარდა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპული პერსპექტივებისა და რეგიონული გამოწვევების შესახებ. რეგიონისა  და ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა (გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან) იმსჯელეს სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე და მათ დამოკიდებულებაზე მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან. მონაწილეების აზრით, ქვეყნისშიდა გამოწვევები და დინამიკა გარეშე ფაქტორების გავლენასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სამივე ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს თუ შევაფასებთ, ნათლად ჩანს, რომ შესამჩნევია, ერთის მხრივ, პროცესის უწყვეტობა და იმავდროულად - ცვლილებები. სხვა მოვლენებთან შედარებით არჩევნები იძლევა საშუალებას ჩამორჩენილი ანდა ინერტული პოლიტიკური კურსის გამო საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება გაჟღერდეს. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ნათელი დასტურია იმისა, რომ შესაძლებელია ხარისხობრივი ცვლილებების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად აქვთ რეგიონის ქვეყნებს საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები ანდა, რამდენად წარმოადგენენ ისინი საერთო მომავლის მქონე ერთიანობას, სადაც შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი ურთიერთობები რუსეთთან, ევროკავშირთან, თურქეთთან და ეგებ ირანთანაც? კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონის ქვეყნების მოლოდინის შესახებ და ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ვეროკავშირის მნიშვნელობას. 
 

სომხეთი: მონოპოლია სომხეთის ეკონომიკაში

18.02.13


მიმდინარე წლის 11 თებერვალს ერევანში გრაირ მარუკიანის ფონდის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას წარედგინა კვლევა: „მონოპოლია სომხეთის ეკონომიკაში". კვლევის მიზანია სომხეთის ეკონომიკაში მონოპოლიების საკითხის განხილვა და არსებული პრობლემების დარეგულერების გზების ძიება. კვლევაში წარმოდგენილია მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება, ეკონომიკის სფეროში არსებული კონკურენციის საკითხი,  სომხეთის ბაზრის მდგომარეობის ანალიზი და გვთავაზობს კონკურენციის დარეგულირების მოდელს (ე.წ. „1+3 მოდელი"). გადმოწერა ENG ARM.
 

საქართველო: "გენდერული თანასწორობა: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა"


ახალგაზრდა სოციალისტების რეგიონული და სათავო ოფისების ორგანიზებით მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გაიმართა ფორუმი "გენდერული თანასწორობა: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა". ფორუმს ესწრებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის 200-მდე  წარმომდგენელი. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული კავშირების წევრები, რომლებიც გენდერული თანასწორობის თემაზე მუშაობენ. ფორუმის მიმდინარეობისას მოხდა პროექტის შეჯამება და შეხვდრებზე განხილული წინადადებების გათვალისწინებით შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი.
 

აზერბაიჯანი: კომუნალური მომსახურების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის განვითარება

13.12.12


არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებისა და  სამოქალაქო ურთიერთობების განვითარება“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი: „კომუნალური მომსახურების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის განვითარება“, რომლის მიზანი გახლდათ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საწარმოებში საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდა, კომუნალური მომსახურების სფეროსკენ საზოგადოებრივი ყურადღების  მიპყრობა, არსებული პრობლემების განხილვა და ადამიანის უფლებებისა და მომხმარებელთა უფლებების გათვალისწინება, რაც აქამდე იგნორირებული იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გამოკითხვა აღნიშნულ საკითხებზე. თითოეულ რეგიონში: განჯაში, შირვანში, ევლახში და ბაქოში ჩატარდა შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატით, სადაც მონაწილეობდნენ ქალაქის მმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, აღნიშნულ სფეროებში მომუშავე აქტიური მოქალაქეები. პროექტის ბოლოს გამოქვეყნდა და დარიგდა ბროშურა, რომელშიც თავმოყრილი იყო სხვადასხვა რეგიონის მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაცია. 

 

საქართველო: სამართლიანობა და თანასწორი შესაძლებობები საუნივერსიტეტო განათლების სფეროში

07.12.12


საქართველოს პროფესიული გაერთიანების ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გამართა კონფერენცია, რომელიც განხორციელდა პროექტის „სამართლიანობა და თანასწორი შესაძლებობები საუნივერსიტეტო განათლების სფეროში“ ფარგლებში  და მიზნად ისახავდა განათლების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზსა და მონიტორინგს. პროექტი მიმდინარეობდა ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები და სტუდენტური ორგანიზაციები. მისი ძირითადი საკითხები გახლდათ: უმაღლესი სასწავლებლების ხელმისაწვდომობა, განათლების ხარისხი, სწავლის საფასური და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ჩატარებული აქტივობების შედეგები, ასევე,  საუკეთესო ესეები, რომლებიც წარდგენილი იქნა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ კონკურსზე.
 

სომხეთი: საერთაშორისო კონფერენცია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე

06.12.12


27-28 ნოემბერს ერევანში ევროკავშირის დელეგაციისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICHD) გამართა საერთაშორისო კონფერენცია: "ევროპული ინტეგრაცია 2012 - საერთო ევროპული ღირებულებები: არადისკრიმინაციულობა". კონფერენციის მიზანი გახლდათ  სომხეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი დაწესებულებების  როლის გაძლიერება  გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ღონისძიებას ესწრებოდა სომხეთის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუსეთის, თურქეთის, გერმანიის, რუმინეთის, ბელარუსის, სლოვენიისა და ბულგარეთის მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების 130-ზე მეტი წარმომადგენელი. კონფერენციის მონაწილეებმა, რეგიონული და ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის შესახებ. 

 

სომხეთი: გზამკვლევი შრომითი უფლებების შესახებ

05.12.12


მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ჩატარდა  პრეზენტაცია, სადაც ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “თავისუფალი საზოგადოება“ საზოგადოებას წარუდგინა სახელმძღვანელო: „გზამკვლევი შრომითი უფლებების შესახებ-კითხვები და პასუხები“. სახელმძღვანელო შეადგინა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ იურისტები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შრომით დავებში. სახელმღვანელოში მარტივ ენაზე წარმოდგენილია ინფორმაცია დასაქმებულთა უფლებების შესახებ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გადმოწერა.

 

საქართველო: საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

05.12.12


2012 წლის 1 ოქტომბერს დამოუკიდებელ საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით. კოალიციამ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არჩევნებში აშკარა უპირატესობა (55 პროცენტი) მოიპოვა პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით (45 პროცენტი). შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ერთი პოლიტიკური ძალის მმართველობის მონოპოლიის დაძლევა და ამით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული კოორდინატორის, მიჰაელ ვაიჰერტის ავტორობით გამოიცა სტატია "საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ნაბიჯი დემოკრატიის განვითარებისაკენ". პუბლიკაცია გვთავაზობს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვანი ასპექტების ანალიზს და განიხილავს იმ გამოწვევებს,  რომლის წინაშეც დგას საქართველოს მმართველი გუნდები რეალური კოჰაბიტაციის მისაღწევად. სტატიის გადმოწერა გერმანულ ენაზე. 
 

საქართველო: აღმოსავლეთის პარტნიორობა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კომპონენტები საქართველოში


მიმდინარე წლის 27 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა კვლევის „აღმოსავლეთის პარტნიორობა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კომპონენტები საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია.  კვლევა მოიცავს სამ სფეროს - მცირე ბიზნესი, ინოვაციები და სოციალური დიალოგი. კვლევა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის, ასოციაცია ქალი და ბიზნესი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.
 

Page 1 of 14

«StartPrev12345678910NextEnd»